ინგლისის პრემიერლიგის მიერ დაწესებული სატრანსფერო ლიმიტის შესასრულებლად, „ჩელსი“ იძულებული გახდება, მომავალ ზაფხულს რამდენიმე ფეხბურთელი გაყიდოს - წერს The Telegraph.
წყაროს ცნობით, ლონდონურმა კლუბმა 100 მილიონი გირვანქის (117 მილიონი ევრო) ოდენობის ფეხბურთელები უნდა გაყიდოს. სავარაუდოდ ესენი იქნებიან: თავდამსხმელები რომელუ ლუკაკუ და არმანდო ბროია, მარცხენა მცველი იან მატსენი, მარკ კუკურელია და ლუის ჰოლი, ცენტრალური მცველი ტრევო ჩალობა, შემტევი ნახევარმცველი კონორ გალახერი.
შეგახსენებთ, ადრე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომავალ ზაფხულს „ჩელსი“ ასევე გეგმავს გარკვეული პოზიციების გაძლიერებას. ფორვარდის, მარცხენა და ცენტრალური მცველებს პოზიციები პრიორიტეტულია.