პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ნიუ-იორკში ყოფნისას პოლიციისგან განსაკუთრებულ დაცვას მიიღებენ, - ამის შესახებ გადაწყვეტილება ნიუ-იორკის სასამართლომ მას შემდეგ მიიღო, რაც რამდენიმე თვის წინ პრინც ჰარის და მეგან მარკლს პაპარაცები მანქანით დაედევნნენ.
პოლიციის თქმით, პაპარაცის ადევნება საშიში და მიუღებელი იყო. 2023 წლის მაისში წყვილი მეგან მარკლის დედასთან ერთად მანქანაში ისხდა, როდესაც ექვსი პაპარაცი სხვადასხვა მანქანით დაედევნა. ისინი კინაღამ ავარიაში მოყვნენ.
ნიუ-იორკის უზენაესმა სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე იმსჯელა და დაასკვნა, რომ პრინც ჰარის და მეგან მარკლს ნიუ-იორკში ყოფნისას პოლიციის განსაკუთრებული დაცვა სჭირდებათ.