კატალონიის „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ მის გუნდს ნათელი მომავალი აქვს, რადგან ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავს.
„ვხედავ დიდ „ბარსელონას“ ტიტულების 5 წელიწადში. ჩვენ ყოველთვის პრიორიტეტს ნიჭიერ ფეხბურთელებს ვანიჭებდით. ჩვენმა აკადემიამ არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელი აღზარდა, რომლებმაც გამორჩეულ შედეგს მიაღწიეს, ეს თაობიდან თაობას გადაეცემა. წარსულში დიდებულმა თაობამ მიგვიყვანა წარმატებამდე, ეს ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი მხარე და საფუძველია“, - თქვა ლაპორტამ.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ლა ლიგაში 57 ქულით მესამე ადგილზეა.