სალომე ზურაბიშვილი პატრიარქსა და ეკლესიაზე: ძალიან კომპლექსური ვითარებაა, რისი მიზეზიც დღეს პატრიარქის სისუსტეა. დარწმუნებული ვარ, ქართული ეკლესია მოახერხებს პროქართული და პროევროპული პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის

ძალიან კომპლექსური ვითარებაა, რისი მიზეზიც დღეს პატრიარქის სისუსტეა, რომელმაც აქამდე ძალიან მტკიცედ შეინარჩუნა ეკლესიის ძველი მეთოდები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტი სტუმრობისას, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. რომელმაც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის როლზე ჰკითხა. კერძოდ, ეთანხმება თუ არა პრეზიდენტი იმ მოსაზრებას, რომ ეკლესია ქვეყანაში „რუსეთის რბილ ძალას" წარმოადგენს.
„ვფიქრობ, მართლმადიდებლური ეკლესია, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა მართლმადიდებლურ ქვეყანაში, ძალიან ახლოს არის ძალასთან და მიდრეკილია აჰყვეს თანამედროვე მიდგომას, მე ვიტყოდი, მიდრეკილია ნიუანსების ცვლილებისკენ. ასე რომ, იმედი მაქვს, რომ ეკლესია, ამ შემთხვევაშიც, პროდასავლურ რიტორიკას მიჰყვება და რადგან მე ვარ ოპტიმისტი და დარწმუნებული ვარ საქართველოს გამძლეობაში, ქართული ეკლესია მოახერხებს პროქართული და პროევროპული პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ცუგო- Ეს შპიონი ქალი უკვე ზედმეტებში გადავიდა!
4 თვის უკან