ლეგენდარული ფრანგი მსახიობის, ალენ დელონის სახლიდან 72 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი და 3000 საბრძოლო მასალა ამოიღეს. ამის შესახებ Euronews-ი იტყობინება.
მონტარჟის პროკურატურის ცნობით, 88 წლის მსახიობს იარაღის შენახვის უფლება არ ჰქონია. წინასწარი გამოძიება დაწყებულია იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე.
ბოლოს ალენ დელონი საზოგადოების წინაშე 2019 წლის სექტემბერში, ჟან-პოლ ბელმონდოს დაკრძალვაზე გამოჩნდა. მსახიობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.