„არასამთავრობოთა ნაწილი აგრესიულ LGBT პროპაგანდას ეწევა საქართველოში და მიზანმიმართულად უწამლავენ მათ ფსიქიკას ლიბერალიზმის სახელით“

„არასამთავრობოთა ნაწილი აგრესიულ LGBT პროპაგანდას ეწევა საქართველოში და მიზანმიმართულად უწამლავენ მათ ფსიქიკას ლიბერალიზმის სახელით“

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი საქართველოში ჰოლანდიის, ნორვეგიისა და შვეიცარიის საელჩოებს, ასევე გაეროს დაფინანსებული UNDP-ს პროგრამის ხელმძღვანელებს  მიმართავს, აუხსნან საზოგადოებას, რატომ აფინანსებენ აგრესიულ LGBT პროპაგანდას საქართველოში. როგორც მეგრელიშვილი აცხადებს, ქართველი ხალხი არ მოითმენს მსგავსი სიმახინჯის დაკანონების მცდელობას, რადგან ეს ქვეყნის მოსახლეობის 90%-სთვის არათუ მიუღებელია, არამედ ლოგიკურ გაღიზიანებას იწვევს.

for.ge თამთა მეგრელიშვილს ესაუბრა.

თამთა, თქვენ მიმართეთ საქართველოში ჰოლანდიის, ნორვეგიისა და შვეიცარიის საელჩოებს, ასევე გაეროს დაფინანსებული UNDP-ს პროგრამის ხელმძღვანელებს, აგვიხსნან, რატომ აფინანსებენ აგრესიულ LGBT პროპაგანდას საქართველოში. გარდა იმისა, რომ მათ დააფინანსეს წიგნი „ცისფერი - ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში“, ჰოლანდიის საელჩომ დააფინანსა წიგნი „ლგბტქ+ ფსიქოლოგია“, რომელსაც აქტივისტები უმაღლეს სასწავლებლებში ავრცელებენ. რას ნიშნავს, როცა ვხედავთ, რომ აგრესიულ ლგბტქ+-ის დაფინანსება ხდება?

თამთა მეგრელიშვილი: მსოფლიოში ცისარტყელას ფერებში შეფუთული ლგბტ პროპაგანდა ფერად ტერორად იქცა. მსოფლიო ზღვარგადასული ლიბერალიზმის ტყვეობაშია! ვხედავთ, რომ საქართველოში ჰოლანდიის, ნორვეგიისა და შვეიცარიის საელჩოები, ასევე გაეროს დაფინანსებული UNDP-ს პროგრამის ხელმძღვანელები, პირდაპირ აფინანსებენ აგრესიულ LGBT პროპაგანდას საქართველოში, რაც მიზანმიმართული ბრძოლაა სამყაროს კანონზომიერების მიმართ, რომელიც მიემართება ჯანსაღი ფსიქიკის ბავშვებისა და ცივილიზებულ სამყაროში დამკვიდრებული ფასეულობების წინააღმდეგ.

სწორედ, ამიტომ გამიჩნდა პროტესტი და კითხვა საქართველოში ჰოლანდიის, ნორვეგიისა და შვეიცარიის საელჩოების, ასევე გაეროს დაფინანსებული UNDP - ს პროგრამის ხელმძღვანელების მიმართ, რატომ არაფრად აგდებენ ისინი ქართულ რეალობას, ჩვენს დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ და რატომ ეწევიან აგრესიულ LGBT პროპაგანდას საქართველოში. ნუთუ კოლონია ვართ და დავალებული აქვთ უფლებების სახელით ჩვენი უუფლებოებად ქცევა?!

ვხედავთ, რომ საკამოდ დიდი თანხები იხარჯება ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებაში და ეს თანხები არის უკოტროლო, არ ვიცით მისი წარმოვალობა და ა.შ. როგორ ფიქრობთ, რატომ გადავიდნენ ასეთ ღია მოქმედებაზე?

- ამ ცოდვისა და ამორალურობის პროპაგანდა მომაკვდინებელი იარაღია. დაკვეთა მარტივია - ამორალურობა, გარყვნილება ნორმად იქცეს, მიზანია სქესისაგან თავისუფალ არსებებად გვაქციონ ისე, რომ ჩვენ ქალად ან კაცად დაბადება გარკვეულ უხერხულობას გვიქმნიდეს და სქესის დაბადების შემდგომ არჩევანის უფლებებში საკუთარი იდენტობა დავკარგოთ. ფაქტია, მსოფლიო ზღვარგადასულ ლიბერალიზმში იკარგება და ამ პროცესს ბოლო არ უჩანს. ამ უზნეობას კონკრეტული ორგანიზაციები, საელჩოები დიდი ფულით აფინანსებენ და სულს უბერავენ, რომ საბოლოოდ უფლებების სახელით ჩვენი უუფლებობა და ამ ბრძოლაში მათი გამარჯვება ვაღიაროთ.

ის, რომ ცდილობენ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში შეაღწიონ ამ იდეოლოგიის პროპაგანდით, ამის მიზეზი არის ის, რომ ამ იდეოლოგიის დაკანონება უნდათ უკვე საკანონმდებლო დონეზე? გავიხსენოთ რა მოხდა უკრაინაში, როდესაც მიიღეს კანდიდატის სტატუსი, რადაში დარეგისტრირდა კანონი ერთნაირსქესიათა ქორწინების შესახებ, იგივე საბერძნეთი...

- ეს უფლებების სახელით მოსიარულე სიბნელე ამერიკის შეერთებულ შტატებში იღებს სათავეს და ევროპაში ჰპოვებს გაგრძელებას. სიბნელე და კანონზომიერების წინააღმდეგ მიმართული მუშაობაა მცდელობა, ოჯახი ტრადიციული ოჯახიდან „მშობელი ნომერი ერთი“ და „მშობელი ნომერი ორამდე“ დაიყვანონ; ახალდაბადებულ ჩვილები დედის რძის მაგივრად, მამაკაცის რძეზე გაზარდონ; ამერიკულ დოკუმენტებში სქესის მითითება საერთოდ აკრძალონ და სხვა.

ამ რისკებს ვერ გავექცევით და სწორედ, ამიტომ „ხალხის ძალა“ როგორც ყოველი საფრთხის მეხამრიდი ძალა, დაუყოვნებლივ რეაგირებს ამაზე და ამის ღია დადასტურება იყო დღეს ჩვენი გუნდის წევრის პარლამენტარის, ბატონი გურამ მაჭარაშვილის მიერ გამართული ბრიფინგი. მან გუნდის სახელით ღიად ისაუბრა ამ თემის პრობლემატურობაზე, რეაგირების საჭიროებაზე და დაადასტურა, რომ „ხალხის ძალა“ ამ ბრძოლაშიც ქართველი ხალხის გვერდითაა. ჩვენ უფლებების სახელით საზოგადოების უუფლებობას ვერ დავუშვებთ. ჩვენთვის ამ უზნეობის პროპაგანდა მიუღებელია.

ლგბტქ+ თემის პროპაგანდამ მასშტაბური ხასიათი მიიღო. პრობლემა უფრო მძიმეა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში რა გზა გვაქვს, რომ არ დავუშვათ ამ თემის პოპულარიზაცია?

- ფრანგული გამოცემა Le Figaro წერს Gen Z-ის ყოველი მე-5-ე წარმომადგენელი თავს LGBT წარმომადგენლად თვლის. ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს საკითხი კიდევ უფრო პრობლემურია. ჩვენი ამოცანაა საქართველო არ მივიდეს ამ უბედურებმადე და ამ სიბინძურის პროპაგანდით არ მივიღოთ ციფრებში ასახული პასუხი. „ხალხის ძალა“ ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას, მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ ძალადობას ახალი თაობის ფსიქიკაზე, არ დავუშვებთ უფლებების სახელით ამ სიბნელის პროპაგანდას. ჩვენ ვართ საზოგადოება, რომლისთვისაც პირველადია ჩვენი სარწმუნოება, ტრადიციები და ფასეულობები, რომლებმაც დღემდე სწორედ ამ ფორმით ასე მოგვიყვანა.

ტყუილია ყველა შეფარვითი მცდელობა ლიბერალიზმი გადაითარგმნოს როგორც უფლებებში თავისუფლება. უფრომ მეტიც, ნამდვილ ლიბერალიზმს აქვს თავისი ჩარჩოები და არაფერი აქვს საერთო მის დღევანდელ გაგებასთან. ყველაფერი, რასაც უფლებების დაცვის სახელით გვთავაზობენ, სინამდვილეში, ჩვენ წინააღმდეგ მომართული იარაღია, რომ უარი ვთქვათ აქამდე ფასეულობებად ქცეულ ყველაფერ ძვირფასზე და ამ უზნეობის მორიგ მსხვერპლად ვიქცეთ.

ვაკვირდებით პროცესს, როდესაც მსოფლიო შეიშალა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც თანამშრომლებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ისეთი სიტყვების გამოყენებისგან, როგორიცაა „დედა“ და „მამა“, „ვაჟიშვილი“ და „ქალიშვილი“, „ცოლი“ და „ქმარი“. ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ე.წ. ტრანსგენდერი ქალის მიერ გამომუშავებული ე.წ. „დედის რძე“ ისეთივე სასარგებლოა ჩვილებისთვის, როგორიც ქალი დედის რძე. ექსპანეთში 10 წლამდე ბავშვებს ხელში ლგბტ დროშები დააკავებინეს და ისინი აღლუმზე პრაიდის მონაწილეთათვის დამახასიათებელი გამომწვევი ტანსაცმლით გაატარეს. ამერიკაში მშობლებს უკვე აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ბავშვს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში სქესი არ ჩაუწერონ. ასევე, აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის წევრმა, კეტი პორტერიმ თქვა, რომ პედოფილია არ არის დანაშაული. რა პროცესებს ვუყურებთ ჩვენ და თუ გავითვალისწინებთ რადიკალურ ძალებს, რატომ გამორიცხავთ ანალოგიური საკითხები ჩვენს შემთხვევაში დადგეს და ამ ყველაფრის წინააღმდეგ როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს პოზიცია და პოლიტიკა როგორც საშინაო, ისე საგარეო კუთხით?

- ოპოზიციური სპექტრის რომელიმე წარმომადგენლის ერთ განცადებას ვერ ნახავთ ამ უზნეობის წინააღმდეგ. უფრო მეტიც არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილი სწორედ აგრესიულ LGBT პროპაგანდას ეწევა საქართველოში. ეს ძალები უფლებების სახელით უუფლებობას ყიდიან ახალგაზრდებზე და მიზანმიმართულად უწამლავენ მათ ფსიქიკას ლიბერალიზმის სახელით.

გამოსავალი ძალადობა არ არის, გამოსავალია ინფორმირებული საზოგადოება, ინფორმირრბული მომავალი თაობა და ამ უზნეობის პროპაგანდის წინააღმდეგ ღია და გამოხატული პოზიციები. „ხალხის ძალა“, როგორც გაბედული, ძალიან ეროვნული ძალა, ამ ბრძოლაშიც პირველ ხაზზეა და მჯერა ამ საკითხზე „დიდი ძმების“ მიერ დავალებულ ძალდატანებით სიჩუმეს დავარღვევთ და მომავალი თაობების ინტერესების დაცვით, მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით გავუმკლავდებით.

ცუგო- Მართალია რასაც ეს მშვენიერი და ჭკვიანი ქალბატონი ბრძანებს!
ღმერთო დაიფარე საქართველო და საქრისტიანო!
2 თვის უკან
trampi მერე ვინააა, ვინ მაგათ რომ აფინანსება-- ხომ არ იცი?? გაგვაგებინე გაგვაგებინე თორემ ამერიკა მეგობარი მგონია და შესაბამისად ამერიკის მეგობრებს ანუ ნაცებს უნდა დავუჭირო მხარი არჩევნებში
იცოდეთ თუ ხმამაღლა არ იტყვით რომ ამერიკა ქუნემო კოლუმბის თამადობით, ნაცებს მივცემ ხმას
წადით და მიჩივლეთ მერე ბაიდენთან ...
2 თვის უკან