ახალი ცხოვრების დასაწყისი განქორწინების შემდეგ – 6 რჩევა სუპერმოდელი ჟიზელ ბიუნდჰენისგან

ახალი ცხოვრების დასაწყისი განქორწინების შემდეგ – 6 რჩევა სუპერმოდელი ჟიზელ ბიუნდჰენისგან

ლეგენდარულმა სუპერმოდელმა ჟიზელ ბიუნდჰენმა ერთი წლის წინ ყოფილ მეუღლესთან ტომ ბრედისთან 12 წლიანი თანაცხოვრება დაასრულა. ვარსკვლავს სურს, რომ დაამსხვრიოს საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპები განქორწინებული ქალების შესახებ და ცხოვრება საკუთარ შვილებთან ერთად ახალი ფურცლიდან დაიწყოს. ჟიზელმა ახალ ინტერვიუში ცხოვრების 6 ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დეტალზე ისაუბრა, რომელიც მას სიცოცხლის ძალას აძლევს.

1.რატომ დაანება თავი ჟიზელ ბიუნდჰენმა ალკოჰოლის მიღებას.

მას შემდეგ, რაც 40 წლის გავხდი, მე ვგრძნობ დიდ განსხვავებას, მაშინაც კი, როდესაც მხოლოდ ერთ ჭიქა ღვინოს ვსვამ. ახალგაზრდობაში ორგანიზმი ვერ ხვდებოდა განსხვავებას, მაგრამ ახლა ვხვდები. ადამიანები ხშირად ამბობენ, რომ ერთი ჭიქა ღვინის დალევა სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, თუმცა, მეასე ვერ ვიტყვი.

თუ თქვენ ჩემსავით ბევრ რამეს სთხოვთ ორგანიზმს და ბევრი სტრესის ქვეშ გიწევთ ყოფნა, მაშინ დაანებეთ თავი სასმლის დალევას. ცხოვრება უფრო ხალისიანი და მნიშვნელოვანი გახდა ჩემთვის, ახლა ვამჩნევ ისეთრაღაცებს, რასაც აქამდე ვერ ვამჩნევდი. მიყვარს საკუთარი სხეული, ვაფასებ ჩემს თავს და ბედნიერი ვარ.

2.საკუთარი თავის მოვლა ეგოიზმთან არ ასოცირდება.

ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ თუ საკუთარ თავს უვლი, მაშინ ეგოისტი ხარ და სხვა ადამიანების კეთილდღეობა შენთვის უმნიშვნელოა, თუმცა, ეს ასე არაა. როგორ შეიძლება იყო ეგოისტი, როდესაც, საკუთარი თავის მოვლის შემდეგ შენ ხდები უკეთესი დედა, უკეთესი მეუღლე, უკეთესი მეგობარი და ადამიანი, ხასიათი გაქვს უფრო მშვიდი და გაწონასწორებული. მაშინ, როდესაც თავს ცუდად გრძნობთ, თქვენი გარშემომყოფებიც ცუდ ხასიათზე არიან, მაშინ კი, როდესაც ბედნიერი ხართ, სხვებიც ბედნიერები ხდებიან.

3.ნებისმიერი ცხოვრებისეული მოვლენა გვასწავლის რაღაც ახალს, რაც მომავალში გამოგვადგება.

ყოველთვის მჯეროდა, რომ ნებისმიერი სიტუაცია, არაქვს მნიშვნელობა, რამდენად სირთულეებითაა სავსე, გვასწავლის რაღაც ახალს. განშორება არასდროს არის მარტივი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მედია ცდილობს გააკონტროლოს შენი ყოველი ნაბიჯი.

ძალიან რთული იყო განქორწინება ჩემი ოჯახისთვის, ყოველი დღის ყოველი მონაკვეთი, არ ჰქონდა მნიშვნელობა რას გავაკეთებდი. მაგრამ ვიცი, რომ ნებისმიერი მომენტი, რომელიც ცხოვრებაში დგება, რაღაც კონკრეტულისთვის არის. ჩვენ არ უნდა დავნებდეთ, არ უნდა ვინერვიულოთ ყველაფერზე, უნდა დავინახოთ ყველაზე რთულ დროსაც კი ნათელი მხარე.

ჩემი მშობლები თითქმის ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაცცოლ-ქმარი არიან, ყოველთვის მინდოდა, რომ მეც ასევ ყოფილიყავი, თუმცა, ცხოვრებაში ზოგჯერ დგება მომენტი, როდესაც აცნობიერებ, რომ თურმე შენ და შენი საყვარელი ადამიანი არ ხართ ერთმანეთისთვის გაჩენილები. მე ის ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ, როგორც ჩემი შვილების მამას. ჩვენ მრავალი წელი გავატარეთ ერთად და შესანიშნავი ბავშვები გვყავს, თუმცა რას ვიზამთ, როდესაც ცხოვრებაში ერთი კარი იხურება, მეორე იღება.

4.მედიტაცია ყველაზე რთულ პერიოდშიც კი ამარტივებს რელაქსაციის პროცესს.

მედიტაცია ერთი ნაბიჯით უკან დახევას ჰგავს მაშინ, როდესაც რაღაც ხდება შენს ცხოვრებაში, ამ დროს კიოდნავ მოშორებით აკვირდები ყველაფერს. ემოციურ ფონზეც კი შეგიძლია მოვლენებს ცივ და საღ გონებაზე დააკვირდე, სწორ გადაწყვეტილებამდე კი ნერვიულობის გარეშე მიხვიდე.

5.ბუნებაში ყოფნა ენერგიას გმატებს

ძალიან მიყვარს მზე და მზის სინათლე. იქ, სადაც მზეა, ყოველთვის ყველაზე ბედნიერი ვარ. ოკეანესთან ახლოს ყოფნა, სეირნობა, მზის აბაზანები, ბალახზე ან ქვიშაზე სირბილი საუკეთესო განტვირთვაა ჩემთვის. ბუნებაში ყოფნა ყველაზე მეტად მავსებს ენერგიით.

6.ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები ცხოვრებაში მისი შვილები არიან.

ფოკუსირებული ვარ საკუთარ შვილებზე, ჯანმრთელობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე. ბავშვებს სხვადასხვა ინტერესები აქვთ, ბენჯამინს მუსიკა უყვარს, პიანინოზე დაკვრის სწავლა უნდა, ვივიანს კი უნდა პროფესიონალი მოჯირითე გამოვიდეს. მე მათთვის ყველაფერს გავაკეთებ, ისინი ძალიან მიზანდასახული ბავშვები არიან, მინდა ამაყები იყვნენ საკუთარი დედითა და მამით, ამიტომ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.