“პრინცი ჰარი მზად არის სამეფო ოჯახის წევრებს შეცდომები აპატიოს” – უცხოური მედია სამეფო ოჯახში არსებული ცვლილებების შესახებ წერს

“პრინცი ჰარი მზად არის სამეფო ოჯახის წევრებს შეცდომები აპატიოს” – უცხოური მედია სამეფო ოჯახში არსებული ცვლილებების შესახებ წერს

სამეფო ოჯახში მართლაც დიდი ცვლილებებია.

როგორც იცით, გაერთიანებული სამეფოს მეფე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მნიშვნელოვან საქმეებს ვეღარ უძღვება, რის გამოც გარკვეული ვალდებულებები მის უფროს ვაჟს, უილიამს დააკისრა.

მეფის უმცროსი ვაჟი, ჰარი, მეუღლესთან და შვილებთან ერთად გასული წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა, თუმცა მეფის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ სამეფო ოჯახს გარკვეული პერიოდით დაუბრუნდა.

როგორც The News იუწყება, პრინცი ჰარი მზად არის ოჯახს დაშვებული შეცდომები აპატიოს და მათთან ახლო ურთიერთობა აღადგინოს.