Warner Bros. Discovery-ს გენერალურმა დირექტორმა დევიდ ზასლავმა განაცხადა, რომ „სამეფო კარის თამაშების“ მორიგი პრიქველი „შვიდი სამეფოს რაინდი“ ეკრანებზე 2025 წელს გამოვა. ამის შესახებ Deadline-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, პრიქველი ჯორჯ მარტინის ნოველების ციკლზე „შვიდი სამეფოს რაინდი“ არის დაფუძნებული, რომელთა სიუჟეტიც ძირითად სერიალამდე 100 წლით ადრე ვითარდება. ნოველების მთავარი გმირი სირ დუნკან მაღალი და მისი მეაბჯრე ეგი არიან, რომლებიც ვესტეროსში მოგზაურობენ.
შოუს პრე-პროდაქშენის ეტაპზეა. სცენარზე მარტინ და აირა პარკერები მუშაობენ.