ცნობილ ამერიკელ მსახიობს, ქეით ჰადსონს, შეუძლია ფეხი ფეხზე გადაიდოს და აღარასდროს იმუშაოს, რადგან Home Alone-ის ჰონორარით ცხოვრების ბოლომდე იქნება უზრუნველყოფილი.
ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით — მაყურებელთა უმეტესობამ ალბათ არც იცის, რომ ჰადსონი ამ პოპულარულ ფილმში ჩნდება. საქმე ისაა, რომ ბავშვობაში მსახიობმა Home Alone-ის მეორე ნაწილში სულ პატარა ეპიზოდური როლი შეასრულა: ბავშვთა გუნდის ერთ-ერთ წევრად მოგვევლინა. თუმცა, როგორც ჩანს, ჰადსონი ფილმის გამოსვლიდან 32 წლის შემდეგაც კი იღებს კუთვნილ ჰონორარს.
"Home Alone 2-ის ჰონორარს ისევ ვიღებ, რადგან გუნდში ვმღეროდი", — ჰყვება მსახიობი თავის პოდკასტში, რომელსაც ძმასთან ერთად უძღვება — "და ამის გამო, ათასში ერთხელ, 10 ცენტი მერიცხება ხოლმე".
პოდკასტის სტუმარმა, მსახიობმა ჯოი ლოურენსმა, ასევე თქვა, რომ ბავშვობაში შესრულებული როლებიდან მცირე ანაზღაურებას კვლავ იღებს.
"ზოგჯერ, ასე, 2 ცენტს ვიღებ ხოლმე და ვფიქრობ, ამის გამოგზავნა უფრო მეტი არ დაჯდა-მეთქი?"
თუმცა, ჰადსონმა აღნიშნა, რაც მთავარია, პატიოსნად გირიცხავენ დამსახურებულ ჰონორარსო.
აი, თავად ჰადსონი კი Home Alone-ში მონაწილეობიდან სულ რამდენიმე წელში ქემერონ ქროუის Almost Famous-ში გადაიღეს. კომერციული თვალსაზრისით ფილმმა კრახი განიცადა, მაგრამ მასში მონაწილეობამ ჰადსონს ოქროს გლობუსი, ოსკარის ნომინანტობა და საყოველთაო ცნობადობა მოუტანა.