Linkin Park-ი ჩესტერ ბენინგტონის ვოკალით აქამდე უცნობ სიმღერას გამოუშვებს

Linkin Park-ი ჩესტერ ბენინგტონის ვოკალით აქამდე უცნობ სიმღერას გამოუშვებს

ამერიკული როკ-ჯგუფი Linkin Park-ი ახალ ტრეკს გამოუშვებს, რომელიც ჩესტერ ბენინგტონთან ერთად არის ჩაწერილი. ამის შესახებ LOUDWIRE წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კომპოზიცია Friendly Fire 23 თებერვალს გამოვა. ჯგუფმა სიმღერა 2017 წელს, ბენინგტონის გარდაცვალებამდე, ალბომისთვის One More Light ჩაწერა.

ჩესტერ ბენინგტონმა თავი 2017 წლის 20 ივლისს მოიკლა. ამის შემდეგ ჯგუფს ახალი მასალა არ გამოუშვია, მაგრამ შარშან ალბომ Meteora-ს იუბილეს აღსანიშნავად, ჩესტერთან ერთად ჩაწერილი აქამდე უცნობი სიმღერა და ვიდეორგოლი გამოუშვეს.