რეჟისორის სემ მენდესი და Sony Pictures Entertainment (SPE) The Beatles-ის ოთხივე წევრზე სრულმეტრაჟიან ფილმს გადაიღებს. ამის შესახებ Deadline-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მენდესი ასევე პროექტის პროდიუსერი იქნება. პროექტის იდეა მენდესს 1 წლის წინ გაუჩნდა. მას უნდა 4 სურათში ჯონ ლენონის, პოლ მაკარტნის, რინგო სტარისა და ჯორჯ ჰარისონის ისტორიები გადმოსცეს, რომლებიც ერთმანეთთან იქნება დაკავშირებული. რეჟისორს უკვე აქვს ეკრანიზაციის უფლებებიThe Beatles-ის სტუდიისგან Apple Records, მაკარტნისგან, სტარისგან და გარდაცვლილი ლენონისა და ჰარისონის ოჯახებისგან.
ამ ეტაპზე უცნობია ვინ ითამაშებს ფილმები, თუმცა სავარაუდოდ მათი პრემიერა 2027 წელს შედგება.