„ბარსელონას“ ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა „ნაპოლისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა. როგორც მან თქვა, ქართველ ფეხბურთელს ყურადღება უნდა მიაქციონ.
„კვარაცხელია უმაღლესი დონის ფეხბურთელია, ის განსხვავებას ქმნის, ერთ-ერთი თამაშის, გოლების გატანის და ბოლოს პასის გაკეთების უნარი აქვს. მის წინააღმდეგ ყურადღებით უნდა ვითამაშოთ“, - თქვა დე იონგმა.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ მატჩი 21 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.