„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ „ნაპოლისთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის შეჩერება რთულია.
„ოსიმენი და კვარაცხელია უმაღლესი დონის მოთამაშეები არიან. კვარაცხელია ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია თავის პოზიციაზე და მას ყურადღება უნდა მივაქციოთ. ჩვენთვის საკვანძო იქნება დაცვაში კარგად ვითამაშოთ, რადგან კვარაცხელიას, ოსიმენის და პოლიტანოს შეჩერება რთულია, მათ განსხვავების შექმნა შეუძლიათ.
„ბარსელონა“ ჩემი ცხოვრების კლუბია, არაფერს ცვლის ის ფაქტი, რომ სეზონის ბოლოს გუნდიდან წავალ. ძალიან მოტივირებული ვარ და მინდა, ეს მოტივაცია ჩემს ფეხბურთელებს გადავცე. ჩვენთვის მერვედფინალში დაბრუნება იმედის მომცემია. ვეცდებით, მოედანზე ვაჩვენოთ ყველაფერი, რაზეც ვიმუშავეთ. „ნაპოლიმ“ მწვრთნელი მოულოდნელად შეიცვალა, მაგრამ ის გუნდს კარგად იცნობს. რთულია ახალი მწვრთნელის წინააღმდეგ თამაშის მომზადება, ცხადია, რომ გუნდს მოტივაცია აუმაღლდებოდა. შეტევასა და დაცვაში კარგად უნდა ვითამაშოთ, რადგან „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონია“, - თქვა ჩავიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ მატჩი 21 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.