ცოტა ხნის წინ ყველასთვის საყვარელი წყვილი ტომ ჰოლანდი და ზენდეია Dune 2-ის პრემიერის შემდეგ გამართულ წვეულებაზე ერთად გამოჩნდნენ. მსახიობები ერთმანეთს უკვე 3 წელზე მეტია ხვდებიან, თუმცა ურთიერთობის დეტალებს საზოგადოებას ძალიან იშვიათად უზიარებენ.
მათ არაერთხელ აღნიშნეს, რომ ცდილობენ, ურთიერთობა საზოგადოების თვალს მოაშორონ და შედარებით მშვიდი ცხოვრებით ისიამოვნონ. სწორედ ამ მიზეზის გამო, ხშირად ვრცელდება ჭორები იმის შესახებ, რომ წყვილი დაშორდა.
ზენდეია Dune-ის ფილმებში ტიმოთი შალამესთან, ფლორენს პიუსთან და სხვა ცნობილ მსახიობებთან ერთად თამაშობს. წვეულებამდე ის წითელ ხალიჩაზე დასამახსოვრებელი ჩაცმულობით გამოჩნდა. ტომი ზენდეიას პრემიერის შემდეგ შეუერთდა. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ტოვებენ მსახიობები წვეულებას.
საზოგადოება დიდხანს ეჭვობდა, რომ სპაიდერმენის ვარსკვლავები რეალურ ცხოვრებაშიც ერთად იყვნენ. საბოლოოდ, ზენდეიამ და ტომმა გამოცემა GQ-სთან ინტერვიუში აღიარეს, რომ ერთმანეთს ხვდებიან და მათი ურთიერთობაც ოფიციალურად დაადასტურეს.
მოგვიანებით, ტომი და ზენდეია Spider-Man: No Way Home-ის პრემიერაზე წყვილის სტატუსით გამოჩნდნენ. ამის შემდეგ მათ შორის უამრავი გულისამაჩუყებელი მომენტის მომსწრენიც გავხდით.