ლონდონში ბრიტანეთის კინოსა და ტელეხელოვნების აკადემიის BAFTA-ს დაჯილდოების 77-ე ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ყველაზე მეტი - 7 ჯილდო მიიღო კრისტოფერ ნოლანის „ოპენჰაიმერმა“. სურათმა გაიმარჯვა ნომინაციებში „საუკეთესო ფილმი“, „საუკეთესო რეჟისორი“ (ნოლანი), „საუკეთესო მსახიობი კაცი“ (კილიან მერფი),„მეორე პლანის საუკეთესო მსახიობი კაცი“ (რობერტ დაუნი ჯუნიორი). „საუკეთესო ორიგინალური მუსიკა“, „საუკეთესო კინემატოგრაფია“, „საუკეთესო მონტაჟი“.
საუკეთესო ქალ მსახიობად დასახელდა ემა სტოუნი, ფილმისთვის „საბრალონი“, მეორე პლანის საუკეთესო ქალი მსახიობი კი დავინ ჯოი რენდოლფი გახდა, ფილმ „მიტოვებულებში“ შესრულებული როლისთვის. წლის ამომავალი ვარსკვლავი მია მაკკენა-ბრიუსი გახდა.
საღამოს წამყვანი მსახიობი დევიდ ტენანტი იყო. ვარსკვლავებთან ერთად ცერემონიას BAFTA-ს პრეზიდენტი, უელსის პრინცი უილიამიც ესწრებოდა.