როგორც მოსალოდნელი იყო, ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლის“ კიდევ ერთ მატჩში დააკლდება და „ჯენოას“ წინააღმდეგ მოედანზე არ გავა.
ნიგერიელი აფრიკის თასიდან ნეაპოლში ახლახან დაბრუნდა და ვალტერ მაძარისთან საუბრის შემდეგ მხარეებმა გადაწყვიტეს, რომ ვიქტორმა უნდა დაისვენოს. ამრიგად, ოსიმენი „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის მოემზადება.
აღსანიშნავია, რომ ოსიმენს „ნაპოლის“ მაისური უკვე ორი თვეა არ ჩაუცვამს - ბოლოს 23 დეკემბერს, „რომას“ წინააღმდეგ ითამაშა.
ერთი საინტერესო დეტალიც: ოსიმენის ხელფასიდან გამომდინარე აურელიო დე ლაურენტისს ნიგერიელი ფორვარდის შენახვა დღიურად 27 000 ევრო უჯდება, იმის მიუხედავად, რომ როგორც უკვე ვთქვით, ორი თვეა „ნაპოლის“ მაისურით არ უთამაშია.