მეფე ჩარლზი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვალდებულებებს პრინც უილიამს გადააბარებს

მეფე ჩარლზი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვალდებულებებს პრინც უილიამს გადააბარებს

ბრიტანეთის სამეფო ოჯახში გარკვეული ცვლილებებია. როგორც ტაბლოიდებო და უცხოური გამოცემები იუწყებიან, მეფე ჩარლზის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ის გარკვეული მოვალეობების შესრულებას ვეღარ ახერხებს, რის გამოც მას პაუზის აღება უწევს. მის მოვალეობებს კი გარკვეული დროით პრინცი უილიამი შეასრულებს.

როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ დიდი ბრიტანეთის მონარქს, მეფე ჩარლზს პროსტატის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. არსებული ინფორმაციით, მონარქი ამჟამად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, მკურნალობას სახლში გადის, მას დაგეგმილი ჰქონდა რამდენიმე საერთაშორისო ვიზიტი, რომელიც ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადადო. პრინცი ჰარი, მეფე ჩარლზის შვილი რამდენიმე საათის წინ ამერიკის შეერთებული შტატებიდან დიდ ბრიტანეთში ჩაფრინდა. შეგახსენებთ, რომ ეს არის მისი პირველი შეხვედრა და ვიზიტი მამასთან 2023 წლის მაისის შემდეგ, სწორედ ამ დღეს შედგა მისი კორონაცია: “მეფე ჩარლზი ინარჩუნებს სიმშვიდეს და პოზიტივს, მას სურდა, რომ ზედმეტი სპეკულაციების გაჩენის გარეშე გაეგოთ ადამიანებს რაში იყო საქმე, რა აწუხებდა მას და რატომ არ ჩანდა სხვადასხვა შეხვედრებზე. ის იმედოვნებს, რომ სხვა ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სიმსივნე გაუჩნდებათ იმედი ებრძოლონ ამ დაავადებას” – ამბობს სამეფო ოჯახთან დაახლოებული წყარო ბრიტანულ მედიასთან.