სამხრეთკორეელმა მეცნიერებმა ახალი ტიპის საკვები შექმნეს, რომელიც ხორცისა და ბრინჯის ჰიბრიდს წარმოადგენს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ექსპერიმენტი იონსეინს უნივერსიტეტში ჩატარდა. სპეციალისტებმა ბრინჯს ლაბორატორიაში გაზრდილი საქონლის კუნთებისა და ცხიმის უჯრედები დაუმატეს, რის შემდეგაც ბრინჯი თევზის ჟელატინის მასაში მოათავსეს და პეტრის ფინჯანში 11 დღით მოათავსეს.
შედეგად მათ უფრო მყარი ბრინჯი მიიღეს, რომელიც ჩვეულებრივზე 8%-ით მეტ პროტეინს და 7%-ით მეტ ცხიმს შეიცვავს. ამასთან, ასეთი ბრინჯის წარმოება ეკოლოგიურად უფრო სუფთაა, ვიდრე საქონლის ხორცის.
მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ მათი აღმოჩენა პლანეტას შიმშილის პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება.