აზიის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში „ალ-ნასრმა“ სტუმრად „ალ-ფეიჰა“ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
მატჩის ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლი კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა, რომელმაც თავი 81-ე წუთზე გამოიჩინა და „ალ-ნასრს“ მოაგებინა.
აღსანიშნავია, რომ კრიშტიანუსთვის ეს წელს პირველი ოფიციალური გოლია და 2002 წლიდან მოყოლებული მას წელი უგოლოდ არ დაუსრულებია.