ავსტრალიის პარლამენტმა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს ჯულიან ასანჟის გათავისუფლებისკენ მოუწოდა

ავსტრალიის პარლამენტმა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს ჯულიან ასანჟის გათავისუფლებისკენ მოუწოდა

ავსტრალიის პარლამენტმა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს ჯულიან ასანჟის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ BBC იტყობინება.

ასანჟის გათავისუფლებისკენ მოწოდებას მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა. ამჟამად ლონდონის ციხეში მყოფი WikiLeaks-ის დამფუძნებელი ავსტრალიის მოქალაქეა, აშშ-ში მას ჯაშუშობის ბრალდებით ეძებენ, სასჯელის სახით 175 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ავსტრალიის პარლამენტის მოწოდებას მხარს უჭერს ქვეყნის პრემიერი ენტონი ალბანეზეც. ამ საკითხზე მან გასული წლის ოქტომბერში, აშშ-ში ვიზიტის დროს ჯო ბაიდენსაც ესაუბრა.

WikiLeaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი ლონდონში ეკვადორის საელჩოში 2019 წლის 11 აპრილს, აშშ-ის მოთხოვნის საფუძველზე, მას შემდეგ დააკავეს, რაც ეკვადორის პრეზიდენტმა, ლენინ მორენომ მისთვის თავშესაფრის მინიჭებაზე უარი განაცხადა. 2021 წლის დეკემბერში ინგლისისა და უელსის სააპელაციო სასამართლომ მხარი დაუჭირა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის აპელაციას ჯულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადირების შესახებ. ლონდონის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2022 წელს ჯულიან ასანჟს ამერიკაში ექსტრადირების გასაჩივრების უფლება მიენიჭა.