გვარდიოლამ „კოპენჰაგენთან“ მატჩში „სიტის“ გამარჯვებაზე ისაუბრა

გვარდიოლამ „კოპენჰაგენთან“ მატჩში „სიტის“ გამარჯვებაზე ისაუბრა

„მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში „კოპენჰაგენთან“ გამარჯვების შემდეგ (3:1) ჟურნალისტებს შთაბეჭდილებები გაუზიარა.

„ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ. კარგია, რომ ასეთ ტემპში ვითამაშეთ, შესანიშნავი იყო. ისევ ვამაყობ ჩემი გუნდით, მაგრამ ამბავი ჯერ არ დასრულებულა. მესამე გოლი ძალიან დაგვეხმარა და ვიმედოვნებ ჩვენი გულშემატკივრების წინაშე დავასრულებთ საქმეს და შემდეგ ეტაპზე გავალთ.

მაგრამ ჩვენ გავუშვით გოლი, რომლის თავიდან აცილებაც შეიძლებოდა, ზოგჯერ ეს ხდება. გაშვებულ გოლს კარგად ვუპასუხეთ და შესვენებამდე მეორე ბურთი გავიტანეთ. ვიცი, რა მოხდა აქ „ბაიერნთან“ და „მანჩესტერ იუნაიტედთან.“ „კოპენჰაგენთან“ მატჩები შეიძლება იყოს ძალიან რთული და ინტენსიური, ამიტომაც შევთავაზეთ ასეთი მაღალი ტემპი“, - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს უეფას პრესსამსახური.