მადრიდის „რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში „ლაიპციგთან“ გამაჯვების შემდეგ (0:1), ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა.
სპეციალისტმა აღიარა, რომ თამაში შეიძლებოდა ფრედ დასრულებულიყო, ამიტომ ხაზი გაუსვა გამარჯვების მნიშვნელობას. მან ასევე აღნიშნა, რომ წყვილის გამარჯვებულის საკითხი ჯერ კიდევ ღიაა - ყველაფერი 6 მარტს საპასუხო შეხვედრაში გადაწყდება.
„მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო, რთული გამოდგა. მეტი სხვაობით მოგება შეგვეძლო, მაგრამ შეიძლება შეხვედრა ფრედ დასრულებულიყო. შინ ბედნიერები ვბრუნდებით. მიუხედავად იმისა, რომ მცირე უპირატესობა გვაქვს, დაპირისპირებაში გამარჯვებულის საკითხი ღიაა. კმაყოფილი ვართ იმით, თუ როგორ დასრულდა პირველი თამაში“, - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს ტვიტერზე ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.