სამხრეთკორეული ჯგუფის Blackpink-ის ლისა მანობანი სერიალ „თეთრი ლოტოსის“ მესამე სეზონში ითამაშებს. ამის შესახებ Variety წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ეს მომღერლის სამსახიობო დებიუტია. ამ ეტაპზე უცნობია რა როლს შეასრულებს ლისა. სერიალში ასევე ითამაშებენ: ლესლი ბიბი, ჯეისონ აიზეკსი, მიშელ მონაჰენი, პარკერ პოუზი, კერი კუნი და სხვები. შოუს ავტორი მაიკ უაიტი ამბობდა, რომ სიუჟეტის ცენტრში სიკვდილი, აღმოსავლური რელიგია და სულიერება იქნება.
„თეთრი ლოტოსის“ მესამე სეზონი HBO-ზე 2025 წელს გამოვა.