რაიან გოსლინგის მონაწილეობით მალე The Fall Guy-ის პრემიერა შედგება. ახალ კომედიურ ფილმში რაიან გოსლინგისა და ემილი ბლანტის წყვილს ვიხილავთ. ცოტა ხნის წინ The Fall Guy-ის ტრეილერი გამოვიდა, რომლიდანაც ვიგებთ, რომ რაიან გოსლინგის პერსონაჟი ტეილორ სვიფტის ფანი ყოფილა.
The Fall Guy-ის ტრეილერის ერთ-ერთ სცენაში ვხედავთ, რომ რაიან გოსლინგი ავტომობილში ზის, ტეილორ სვიფტის All Too Well-ს უსმენს და ტირის, რასაც ემილის ბლანტის პერსონაჟიც შეესწრება. "განა ტეილორის სიმღერებზე ყველა არ ტირის?" — ასეთია რაიან გოსლინგის პერსონაჟის პასუხი.
The Fall Guy 1980-იანებში გადაღებული ამავე სახელწოდების ცნობილი სერიალის ადაპტაციაა. სიუჟეტი მთავარი გმირის, გოსლინგის პერსონაჟის გარშემო ვითარდება, რომელიც მისი ყოფილი შეყვარებულის ფილმში ერთ-ერთი მსახიობის დუბლიორს თამაშობს. სიტუაცია მაშინ იძაბება, როდესაც მთავარი როლის შემსრულებელი უჩინარდება, ემილი ბლანტის პერსონაჟი კი გოსლინგს მის მოძებნას სთხოვს.
აღსანიშნავია, რომ The Fall Guy-ის ტრეილერი მაყურებელმა პირველად Super Bowl-ზე იხილა. Super Bowl-ს ტეილორ სვიფტიც ესწრებოდა, რომელიც თავის შეყვარებულ ტრევის კელსის გულშემატკივრობდა.
The Fall Guy-ის მსოფლიო პრემიერა 3 მარტს შედგება.