ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი ნიდერლანდური Vogue-ის 2024 წლის მარტის ნომრის გარეკანზე მოხვდა. მატილდა პირველი ქართველი მოდელია, რომელიც Vogue-ის გარეკანზე გამოჩნდა.
ნიდერლანდური Vogue-ის 2024 წლის მარტის ნომერი 4 ქალაქის — ნიუ-იორკის, ლონდონის, მილანისა და პარიზის — მოდით არის შთაგონებული. ყოველ ქალაქს თითო მოდელი წარმოადგენს, მატილდა კი ნიუ-იორკის სახეა.
Vogue-ის გარეკანზე მატილდას Calvin Klein-ის სამოსი აცვია. შეგახსენებთ, რომ ქართველი მოდელი დიდი ხანია, რაც ბრენდთან თანამშრომლობს. გასულ თვეში კი მატილდა გვარლიანი Calvin Klein-ის ქალის თეთრეულის ახალი კოლექციის კამპანიაშიც გამოჩნდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ახლახან მატილდა გვარლიანმა CHANEL-ის კამპანიაში მიიღო მონაწილეობა. ახალი სუნამოს 4 არომატის რეკლამისთვის CHANEL-მა 4 მოდელი შეარჩია, რომელთა შორისაც ერთ-ერთი მატილდა იყო.