„ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიას ახალი ნომინაცია შეემატა

„ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიას ახალი ნომინაცია შეემატა

2026 წელს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ კინოპრემიაზე - „ოსკარზე“ ახალი ნომინაცია გაჩნდება. ამის შესახებ BBC ამერიკის კინოაკადემიაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 2 წლის შემდეგ ცერემონიაზე მიიღებენ ჯილდოს საუკეთესო კასტინგისთვის. კინოაკადემიაში აღნიშნავენ, რომ კასტინგის სპეციალისტები გადამწყვეტ როლს ასრულებენ კინოწარმოების საწყის ეტაპზე. სწორედ ისინი არიან პასუხისმგებლები პროექტისთვის მსახიობების შერჩევაზე.

ეს პირველი შემთხვევაა 2002 წლის შემდეგ, როდესაც დაჯილდოებას ახალი ნომინაცია ემატება. 12 წლის წინ ეს იყო კატეგორია „საუკეთესო ანიმაციური ფილმი“.