„ლივერპული“ უკვე დაუკავშირდა ლევერკუზენის „ბაიერის“ მთავარ მწვრთნელს, ჩაბი ალონსოს, მერსისაიდურ კლუბში მსგავს პოზიციაზე მის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით - წერს Footmercato.
წყაროს ცნობით, მხარეებმა პირველადი კონსულტაციები გამართეს. მზად არის თუ არა 42 წლის ესპანელი ყოფილ გუნდში წასასვლელად, არ აღინიშნება.
შეგახსენებთ, რომ ალონსო იურგენ კლოპის შემცვლელის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილება.
„ბაიერი“ ამჟამად ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში ლიდერობს. ალონსოს გუნდმა 20 მატჩის შემდეგ 52 ქულა მოაგროვა.