სალაჰი „ლივერპულთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს

სალაჰი „ლივერპულთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ინგლისური „ლივერპულისა“ და ეგვიპტის ნაკრების თავდამსხმელმა მოჰამედ სალაჰმა თავისი მომავალი გადაწყვიტა. 31 წლის ფორვარდი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს, „რაც კლუბისთვის დიდი სტიმული იქნება".- წერს Football Insider.

„წითლებმა" გასულ ზაფხულს უარყვეს საუდის არაბეთის „ალ იტიჰადის" 150 მილიონგირვანქიანი შეთავაზება სალაჰისთვის, მაგრამ საუდური კლუბები კვლავ ინტერესდებიან ეგვიპტელით და ძირითად შეთავაზებებს სეზონის ბოლოს, მთავარი სატრანსფერო ფანჯრისას გეგმავენ.

სალაჰი „ლივერპულში“ 2017 წლიდან თამაშობს. ამ ხნის განმავლობაში მან კლუბის ყველა ოფიციალურ ტურნირზე 332 მატჩი ჩაატარა, 204 ბურთი გაიტანა და 88 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სალაჰის კონტრაქტი „ლივერპულთან“ 2025 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.