საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია

საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია

8 თებერვალს პარიზში ჩატარებული წილისყრის შედეგად, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის 2024/25 წლების სეზონში B ლიგის პირველ ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები ჩეხეთის, უკრაინისა და ალბანეთის ეროვნული გუნდები იქნებიან.

ახლახან ცნობილი გახდა კალენდარიც:

7 სექტემბერი 2024: ჩეხეთი (შინ)

10 სექტემბერი 2024: ალბანეთი (სტუმრად)

11 ოქტომბერი 2024: უკრაინა (სტუმრად)

14 ოქტომბერი 2024: ალბანეთი (შინ)

16 ნოემბერი 2024: უკრაინა (შინ)

19 ნოემბერი 2024: ჩეხეთი (სტუმრად)