მაიამის „ინტერის" დიდვარსკვლავმა ლიონელ მესიმ ჩინურ და ესპანურ ენებზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც განმარტა, თუ რატომ არ მიიღო მონაწილეობა ჰონგ კონგის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში (4:1).
„გამარჯობა ყველა გულშემატკივარს და მეგობარს ჩინეთში და ჰონგ კონგში. როგორც ადრე პრესკონფერენციაზე ვთქვი, ვწუხვარ, რომ საზარდულის ტრავმის გამო ამხანაგურ მატჩში ვერ ვითამაშე. ჩემი ტრავმა განვითარდა და მტკივნეული იყო. მეგობრებმა, რომლებიც მიცნობენ, იციან, რომ ყველა თამაშში მაქსიმალურად დახარჯვა მსურს.
ვიმედოვნებ, მაინც მექნება შესაძლებლობა, ვესტუმრო ჰონგ კონგს და გავახარო გულშემატკივრები ჩემი თამაშით", - წერს მესი პოპულარულ ჩინურ სოციალურ ქსელ Weibo-ზე.