კარიმ ბენზემას „ალ-იტიჰადის“ მთავარ მწვრთნელთან კონფლიქტი აქვს.
Marca-ს ინფორმაციით, ორშაბათს მან ვარჯიში გუნდთან ერთად დაიწყო, თუმცა მერე მთავარმა მწვრთნელმა მარსელო გალიარდომ მას სთხოვა, ვარჯიში ინდივიდუალურად გაეგრძელებინა...
ფრანგმა ეს იუარა, გაბრაზდა და ვარჯიში დატოვა. შედეგად, ბენზემა „ალ-ტაისთან“ გუშინ გამართულ მატჩში განაცხადში ვერ მოხვდა.