ბრედ პიტმა ანჯელინა ჯოლის „შატო მირავალის“ წილების საქმეზე სასამართლო დავა მოუგო

ბრედ პიტმა ანჯელინა ჯოლის „შატო მირავალის“ წილების საქმეზე სასამართლო დავა მოუგო

ბრედ პიტმა ყოფილ ცოლთან, ანჯელინა ჯოლისთან მოიგო სასამართლო დავა, რომელიც მათ საერთო ფრანგული ღვინის ვენახებს ეხება და მისი ღირებულება 500 მილიონი დოლარია. ამის შესახებ ინფორმაციას Page Six ავრცელებს.

60 წლის ბრედი კალიფორნიისა და ლუქსემბურგის სასამართლოებში „შატო მირავალის“ მართვის საკონტროლო პაკეტისთვის იბრძოდა, მას შემდეგ, რაც 48 წლის ჯოლიმ თავისი წილი იური შეფლერს, რუსული არყის გიგანტური კომპანიის მფლობელს მიჰყიდა.

პიტმა და ჯოლიმ ქონება ქორწინებამდე შეიძინეს, პიტის 60, ხოლო ჯოლის 40%-იანი მფლობელობით.

ბოლო პროცესზე ლუქსემბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, პიტს აქციების 60% იქამდე უბრუნდება, სანამ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.