ავსტრალიელი ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ ფილმ Saltburn-ის მსახიობი ჯეიკობ ელორდი მას ყელში სწვდა. როგორც რადიოს წამყვანი ჯოშუა ფოქსი ამბობს, მან იცოდა, რომ ელორდი სიდნეიში იყო, ამიტომ იმ ბართან მივიდა, სადაც მსახიობი ეგულებოდა.
ჟურნალისტის თქმით, ბარიდან გამოსვლისას ფოქსმა მსახიობს Saltburn-ის ცნობილი სცენა გაახსენა და კონტეინერის ნაბანი წყლით ავსება სთხოვა, რაზეც ჯეიკობი გაღიზიანდა და აგრესიაზე გადავიდა. პოლიციამ შემთხვევის გამოძიება უკვე დაიწყო.
საქმე ისაა, რომ ბოლო დროს ინტერნეტში პოპულარული გახდა 2023 წელს გამოსული ფილმი Saltburn, რომელშიც მთავარ როლებს ჯეიკობ ელორდი, როზამუნდ პაიკი და ბარი კიოგენი ასრულებენ.
უფრო ზუსტად კი, სოციალური ქსელები მოიცვა ამ ფილმის ერთ-ერთი, საკმაოდ უცნაური სცენის განხილვამ. სცენაში ვხედავთ, როგორ ხვრეპს კიოგენის პერსონაჟი ოლივერი თავისი მეგობრის, ფელიქსის (ჯეიკობ ელორდი), ნაბან წყალს, რომელშიც ეს უკანასკნელი მასტურბირებდა. ამ სცენის მიხედვით სურნელოვანი სანთელიც კი გამოუშვეს.
რადიოს წამყვანის ჩანაწერში ჩანს, როგორ ითხოვს ელორდი, რომ არ გადაუღონ. ფოქსი ამბობს, რომ გადაწყვიტა, ხუმრობა შეეწყვიტა, თუმცა გაღიზიანებულმა ჯეიკობმა ვიდეოს წაშლა მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ ჯეიკობმა მას ხელი ჰკრა და ყელში სწვდა. წამყვანს სერიოზული დაზიანება არ მიუღია.
ელორდი ცნობილი სერიალ ეიფორიაში ნეითის პერსონაჟის განსახიერებით გახდა, ბოლო წელია კი ის მსოფლიომ ფილმ Saltburn-სა და Priscilla-ში შესრულებული როლებით გაიცნო.