ნეაპოლელმა ჟურნალისტმა პაოლო დელ ჯენიომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ქართველი ფეხბურთელი ფენომენია და მის ნიჭში ეჭვის შეტანა სისულელეა.
„კვარაცხელია ცენტრში? ჩემი აზრით, მან მოძრაობა მარცხნიდან უნდა დაიწყოს, შემდეგ კი თავისუფალი უნდა იყოს, მას არ სჭირდება სქემებში მოქცევა. ვერ ვიგებ, "ნაპოლის" საერთო სირთულეების გამო კვარაცხელიაში ეჭვი როგორ შეეპარათ. კვარა ფენომენია, მან ყველაფერი იცის და მოედანზე მეომარია. ამიტომაც, იმედი მაქვს, რომ მალევე ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ. არ ვამბობ, რომ ჩვენთან 10 წელი დარჩეს, რადგან ეს შეუძლებელია, მაგრამ მინიმუმ კიდევ 3 წელი“, - თქვა დელ ჯენიომ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე „ნაპოლის“ მაისურით ჩატარებულ 29 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, ოთხჯერ საგოლე პასი მიითვალა და ორჯერ პენალტი მოიპოვა.