ნიგერიის ნაკრებმა აფრიკის თასის ნახევარფინალში შესაძლოა ვიქტორ ოსიმენის გარეშე ითამაშოს.
ფეხბურთელს ტრავმა აწუხებს, რომლის ხარისხი ჯერ უცნობია და არც ისაა ცნობილი, მოახერხებს თუ არა, სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ თამაშს. ეს მატჩი 7 თებერვალს გაიმართება.
ვიქტორმა დაზიანება მეოთხედფინალში მიიღო, მაგრამ თავდაპირველად თითქოს, საგანგაშო არაფერი იყო. ნიგერიის ნაკრები აფრიკის თასზე წარმატებით ასპარეზობს და ფინალამდე ერთი ნაბიჯი აშორებს.