ტეილორ სვიფტმა ახალი ალბომი დააანონსა

ტეილორ სვიფტმა ახალი ალბომი დააანონსა

ამერიკელმა მომღერალმა ტეილორ სვიფტმა „გრემის“ დაჯილდოების ცერემონიაზე თავისი ახალი ალბომის გამოსვლა დააანონსა. ამის შესახებ NBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება მომღერალმა მაშინ გააკეთა, როცა სცენაზე ჯილდოს მისაღებად ავიდა.

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ფანებს და საიდუმლო გაგიზიაროთ, რომელსაც 2 წლის განმავლობაში გიმალავდით - 19 აპრილს ჩემი ახალი ალბომი გამოვა. მას The Tortured Poets Department-ი („წამებული პოეტების დეპარტამენტი“) ჰქვია. მადლობა, მიყვარხართ“, - განაცხადა სვიფტმა.

მოგვიანებით მან სოციალურ ქსელში ალბომის ყდა გააზიარა.