სტამბოლში შეიარაღებულმა პირებმა სასამართლოს შენობაში შეღწევა სცადეს - პოლიციამ ორი თავდამსხმელი ადგილზე მოკლა. ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება.
სროლის შედეგად დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის 3 პოლიციელი.
შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას განცხადებით, შემთხვევა ჩაგლაიანის სასამართლოს ერთ-ერთ საკონტროლო პუნქტზე მოხდა. მისივე თქმით, თავმდასხმელები „რევოლუციური სახალხო-გამათავისუფლებელი პარტია-ფრონტის“ წევრები იყვნენ.