ესპანელი ფერმერები შეუერთდნენ საპროტესტო აქციებს, რომლებიც ევროპის მასშტაბით იმართება. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ისინი ევროკავშირისგან მეტ მოქნილობას, ევროკავშირში არშესული ქვეყნების პროდუქციაზე უფრო მჭიდრო კონტროლს და საკუთარი მთავრობებისგან მეტ დახმარებას ითხოვენ. ფერმერებმა ესპანეთის რამდენიმე რეგიონში გზები გადაკეტეს, თებერვლის ბოლომდე კი მადრიდში მასშტაბური დემონსტრაციის მოწყობას გეგმავენ.
ანალოგიური საპროტესტო აქციები იმართება საფრანგეთში, ბელგიაში, ნიდერლანდებსა და იტალიაში. მათი მონაწილეები აცხადებენ, რომ ევროკავშირის სოფლის მეურნეობის პოლიტიკისა და საწვავზე ფასების ზრდის გამო, ფერმერებს მოსავლისგან მოგების მიღება უჭირთ.