იტალიელმა ჟურნალისტმა ენრიკო ვარიალემ აურელიო დე ლაურენტისს ურჩია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტი მალე გაუხანგრძლივოს.
ასევე მან განაცხადა, რომ „ვერონაში“ იჯარით მოთამაშე ნახევარმცველი ფოლორუნშო, რომელიც „ნაპოლის“ საკუთრებაა, დე ლაურენტისმა გუნდში უნდა დაიბრუნოს.
„დე ლაურენტისი რომ ვიყო, კვარას კონტრაქტს ხვალვე გავუგრძელებდი, ჩემპიონს, რომელიც ყველაზე ნაკლებ ხელფასს იღებს. შემდეგ კი, ფოლორუნშოს სახლში, რაც შეიძლება მალე დავაბრუნებდი, „ნაპოლის“ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც დღეს ვნახეთ, მოედანზე ყვითელი მაისურით იყო“, - დაწერა ვარიალემ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ „ვერონა“ ხვიჩა კვარაცხელიას ულამაზესი გოლით 2:1 დაამარცხა.