Corriere Dello Sport:

Corriere Dello Sport: "ვის ჰყავს სხვა კვარაცხელია, რომელსაც ოქროს ფასი აქვს?"

ცნობილი იტალიური გაზეთი Corriere Dello Sport-ი „ვერონასთან“ მატჩსა და ხვიჩა კვარაცხელიას გოლს გამოეხმაურა.

„ოცნებების კაცი: როცა „ნაპოლი“ კოშმარში ჩავარდა, ის თავის სხეულში შევიდა, ბედი ხელში აიღო და ცისარტყელა დახატა. ვის ჰყავს სხვა ხვიჩა კვარაცხელია იმ ნიჭით, რომელსაც ოქროს ფასი აქვს? სწორედ მაშინ, როცა თითქოს, ყველაფერი დასრულდა და სხვა არაფერია გასაკეთებელი, გარდა იმისა, რომ დაიკარგო ყველაზე ბნელ ფიქრებში, ფეხბურთის ღმერთი შთააგონებს განსაკუთრებული ფეხბურთელის გენიას, რომელსაც არ სჭირდება სქემები და ვინ იცის, აქვს თუ არა, საზღვრები”, - წერს Corriere Dello Sport-ი.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ვერონას“ მიმდინარე სეზონში მესამედ გაუტანა, სულ კი, სეზონში 6 გოლი აქვს გატანილი. გავიხსენოთ, რომ იტალიურ კარიერაში სადებიუტო გოლიც „ვერონას“ გაუტანა... მიმდინარე სეზონში მას 29 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა. „ნაპოლი“ 35 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა და მომდევნო ტურში 11 თებერვალს, „მილანს“ სტუმრად შეხვდება.