დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ნიუპორტში, აუქციონზე Brettells 285 წლის ლიმონი 1416 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. ამის შესახებ The Sun-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ხილის სიგანე 5 სანტიმეტრია. ის მე-19 საუკუნის ჩინურ სკივრში იპოვეს, როდესაც მას აუქციონზე გასაყიდად ფოტოებს უღებდნენ. ლიმონს აწერია: „1739 წლის 4 ნოემბერს ეს ლიმონი მისტერ პ. ლუ ფრანჩინიმ მის ე. ბაქსტერს აჩუქა“. Brettells-ში ვარაუდობენ, რომ ფრანჩინიმ ხილი საჩუქრად საყვარელ ქალს კოლონიური ინდოეთიდან ჩაუტანა.
ლოტის საწყისი ფასი £40–60 იყო. აღსანიშნავია, რომ სკივრი, რომელშიც ლიმონი იპოვეს, მხოლოდ 32 გირვანქად გაიყიდა.