ჩილეში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 112-მდე გაიზარდა

ჩილეში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 112-მდე გაიზარდა

ჩილეში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 112-მდე გაიზარდა. ასობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. ქვეყნის პრეზიდენტმა ორდღიანი გლოვა გამოაცხადა და აღნიშნა, რომ დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება.

ეროვნული სატყეო უწყების ცნობით, დამწვარია 8000-ს ჰექტარზე მეტი ფართობი. მეხანძრეები ხანძრის ათობით კერას ებრძვიან. დაზიანებულია 1000-ზე მეტი სახლი.