ნეაპოლელმა ჟურნალისტმა ფრანჩესკო მაროლდამ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის განახლებასა და ხელფასის შესაძლო მომატებაზე კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, თუ ქართველ ფეხბურთელს უკეთესი ხელფასი სურს, თამაშის დონეს უნდა მოუმატოს.
„თუ ფეხბურთელს უფრო მაღალი ხელფასის ამბიცია აქვს, სხვანაირად თამაში უნდა დაიწყოს, ვიდრე ბოლო კვირებში ვნახეთ“, - განაცხადა მაროლდამ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია სეზონში 1.2 მილიონი ევროს ხელფასით „ნაპოლიში“ ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია.