პიოტრ ჟიელინსკი

პიოტრ ჟიელინსკი "ინტერს" შეუთანხმდა

„ნაპოლის“ ნახევარმცველი პიოტრ ჟიელინსკი კარიერას „ინტერში“ გააგრძელებს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

პოლონელსა და მილანურ გუნდს შორის შეთანხმება მიღწეულია და ის 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. 29 წლის ფეხბურთელი „ნერაძურის“ სეზონის დასრულების შემდეგ, ზაფხულში შეუერთდება.

ჟიელინსკიმ უარი უთხრა აურელიო დე ლაურენტისს კონტრაქტის განახლებაზე, რომლის ღირებულება 4.5 მილიონ ევროს შეადგენდა. გარდა ამისა, საუდის არაბეთში გადასვლაც არ ისურვა და არჩევანი „ინტერზე“ შეაჩერა.

აღსანიშნავია, რომ „ნაპოლიმ“ ჟიელინსკი ჩემპიონთა ლიგის განაცხადს მიღმა დატოვა, რაც საბოლოო ნიშანია იმისა, რომ ფეხბურთელი ნეაპოლში ბოლო თვეებს ატარებს.

პიოტრ ჟიელინსკი „ნაპოლიში“ 2016 წლიდან თამაშობს და დღემდე 355 მატჩში 50 გოლი გაიტანა. მანამდე ის „უდინეზესა“ და „ემპოლის“ წევრი იყო.