მსახიობი კარლ უეზერსი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსახიობი კარლ უეზერსი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი კარლ უეზერსი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ Sky News-ი ავრცელებს.

კარლ უეზერსი ფილმ როკიში განასახიერებდა აპოლო კრიდს.

"ღრმა მწუხარებით ვაცხადებთ კარლ უეზერსის გარდაცვალების შესახებ. ის მშვიდად გარდაიცვალა ძილში 2024 წლის 1-ელ თებერვალს. კარლი იყო განსაკუთრებული ადამიანი, რომელიც არაჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა. კინოში, ტელევიზიაში, ხელოვნებასა და სპორტში შეტანილი წვლილით მან წარუშლელი კვალი დატოვა. ის იყო საყვარელი ძმა, მამა, ბაბუა, პარტნიორი და მეგობარი", - ნათქვამია მსახიობის ოჯახის განცხადებაში.

კარლ უეზერსის ფილმოგრაფია მოიცავდა ისეთ ფილმებს როგორიცაა მანდალორელი, მტაცებელი, როკი და ა.შ.