ერაყის მთავრობაში აცხადებენ, რომ აშშ-ის იერიშებს კატასტროფული შედეგები მოჰყვება

ერაყის მთავრობაში აცხადებენ, რომ აშშ-ის იერიშებს კატასტროფული შედეგები მოჰყვება

ერაყის მთავრობაში აცხადებენ, რომ აშშ-ის იერიშებს კატასტროფული შედეგები მოჰყვება. ამის შესახებ ერაყის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა, იეჰია რასულმა განაცხადა.

„აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმები ერაყის სუვერენიტეტის დარღვევას წარმოადგენს. ამას მოჰყვება კატასტროფული შედეგები როგორც ერაყის, ასევე მთელი რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის“, - აღნიშნა რასულმა.

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, აშშ-მა ირანთან დაკავშირებულ 7 ობიექტზე მიიტანა იერიში - სამი მათგანი ერაყში მდებარეობს, ოთხი კი სირიაში. მისივე თქმით, ერაყის ხელისუფლებია წინასწარ იყო ინფორმირებული იერიშის შესახებ.

28 იანვარს, იორდანიაში, სირიის საზღვართან ახლოს, შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმა განხორციელდა. სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, 34 კი დაშავდა. 30 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიიღო, თუ როგორ უპასუხოს აშშ-ის სამხედრო ბაზაზე თავდასხმას.