მადრიდის „რეალმა“ ლა ლიგის მე-20 ტურის გამოტოვებული შეხვედრა „ხეტაფეს“ წინააღმდეგ ადვილად მოიგო და ლა ლიგას სათავეში ჩაუდგა.
კარლო ანჩელოტის გუნდმა მეტოქეს თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანა. მატჩის გმირი ხოსელუ გამოდგა, რომელმაც დუბლი შეასრულა და შედეგად, „სამეფო კლუბმა“ 2:0 გაიმარჯვა.
„რეალი“ ლა ლიგას 57 ქულით ლიდერობს, უახლოეს მდევარ „ჟირონას“ კი 2 ქულით უსწრებს. სასწაული თუ არ მოხდა, ამ გუნდების ბრძოლაში ვერავინ ჩაერევა, რადგან „ატლეტიკო“ და „ბარსელონა“ მადრიდულ გრანდს 10 ქულით ჩამორჩებიან, რაც საკმაო სხვაობაა.