„მეცმა“, რომლის ღირსებას გიორგი მიქაუტაძე იცავს, კამერუნელი თავდამსხმელი დიდიე ლამკელ ზე დაიმატა.
აფრიკელი ფეხბურთელი ფრანგულ გუნდს მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა თურქული „ჰატაისპორიდან“.
ის „მეცს“ იცნობს, რადგან ამ გუნდში 2021-2022 წლების სეზონშიც თამაშობდა. გარდა ამისა, მას „ანტვერპენში“, „დუნაისკა სტრედასა“ და „ხიმკიში“ აქვს ნათამაშები.