„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი გახდა მეშვიდე მწვრთნელი, ვისაც პრემიერლიგაში 200 და მეტი მატჩი მოუგია - გვამცნობს Squawka.
ადრე ამ ნიშნულისთვის ალექს ფერგიუსონს, არსენ ვენგერს, ჰარი რედნაპს, ჟოზე მოურინიუს, დევიდ მოიესს და პეპ გვარდიოლას მიუღწევიათ. მხოლოდ ესპანელმა 200 გამარჯვება კლოპზე სწრაფად - 269 მატჩში (318-ის წინააღმდეგ) შეძლო.
შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს „ლივერპულმა“ „ჩელსი“ ინგლისის პრემიერლიგის 22-ე ტურის მატჩში ანგარიშით 4:1 დაამარცხა.
ამჟამად, პრემიერლიგის 22 მატჩის შემდეგ, კლოპის „ლივერპული“ 51 ქულით ლიდერია.